ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ერაყის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი იუსუფ აჰმედ ალ-ნური, აშშ-ში, არიზონას შტატში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
42 წლის იუსეფ აჰმედ ალ-ნური ერაყის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს, მას 2006 წელს ორი პოლიციელის მკვლელობაში ედება ბრალი.
ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ფინიქსის მკვიდრი ალ-ნური „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერია. მის ერაყში ექსტრადიციის საკითხს ფინიქსის სასამართლო განიხილავს.
როდის, ან რა მიზნით ჩავიდა ალ-ნური აშშ-ში, ამის შესახებ პროკურატურაში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ.