აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის უქმეებზე, ნიუ-იორკში, კონი-აილენდის უბანში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას ABC News-ი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტზე (NYPD) დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, შემთხვევა ბრუკლინში, 31-ე დასავლეთ ქუჩაზე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:37 საათზე მოხდა. გამოძახებაზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მოქალაქეები დახვდათ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.





































































