ამერიკის შეერთებულ შტატებში იანვრიდან მოქალაქეებს კოვიდ ვაქცინებისთვის და მკურნალობისთვის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას fortune ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქტი ფასიანი ახალი წლიდან გახდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კონგრესს აღარ აქვს ფული მათ შესაძენად.
აშშ-ს მთავრობა ელოდება, რომ ის შეწყვეტს COVID-19-ის ვაქცინების შეძენას და მიწოდებას იანვრიდან უსახსრობის გამო, რის გამოც მერიკელებს ვაქცინების მიღება სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით ან საკუთარი ჯიბიდან გადახდით მოუწევთ.