საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ელჩი ჰყავს. 10 ივლისიდან თანამდებობას თამარ ტალიაშვილი დაიკავებს. შესაბამის ბრძანებას ხელს მთავრობის განკარგულების მიხედვით, ირაკლი კობახიძე აწერს.
ცნობისთვის, აშშ-ში საქართველოს ბოლო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პოსტიდან 2024 წლის 30 ნოემბერს გადადგა.
ზალკალიანის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ვაშინგტონის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება.


































































