აშშ-ის მთავრობა ჩინური სოციალური მედიის პროგრამების, მათ შორის პოპულარული აპლიკაციის TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხლავს – ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
პომპეოს განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებთ სერიოზული დამოკიდებულება აქვს. თეთრი სახლი ფიქრობს, რომ ჩინეთის მთავრობა Tik Tok-ს იყნებს ხალხის თვალთვალისთვის და პროპაგანდისთვის
მაიკ პომპეო ამერიკელ მომხმარებლებს აფრხილებს, რომ ისინი ფრთხილად იყვნენ Tik Tok ის გამოყენებისას, თუ არ სურთ საკუთარი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდეს ხელში.
შეგახსენებთ, 30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა TikTok-ი და ათობით სხვა ჩინური აპლიკაცია აკრძალა.