ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფეინვილში, რობერტსონის აეროპორტის ავტოსადგომზე, პატარა თვითმფრინავი ხეს შეეჯახა და ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას THE HARTFORD COURANT ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 80 წლის პილოტი, რომელიც თვითმფრინავში მარტო იმყოფებოდა, მსუბუქად დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აეროპორტს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.