აშშ უკრაინას დამატებით 675 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას The Washington post–ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეიარაღების ახალი პარტია მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) ჭურვებს, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებს და აღჭურვილობას მოიცავს.
აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე აშშ–მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 12.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
ავტორი