ამერიკულმა კომპანია L3Harris Technologies -მა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტთან 40 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა უკრაინისთვის დრონსაწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის კომპლექს 14 VAMPIRE-ს შესყიდვისთვის.
მრავალმიზნობრივი იარაღის პირველი 4 სისტემა 2023 წლის შუა პერიოდში მიეწოდება უკრაინის არმიას, დანარჩენი 10 კი 2023 წლის ბოლომდე.
პორტატული VAMPIRE ნაკრები საშუალებას მისცემს უკრაინის სახმელეთო ძალებს მიზანმიმართონ და ჩამოაგდონ მტრის დრონები და დაიცვან მოწინააღმდეგის სახმელეთო საფრთხეები. თავდაცვის სამინისტროს მიერ შეკვეთილი სისტემები მორგებულია იმისთვის, რომ უზრუნველყოს კრიტიკული თავდაცვის საშუალებები, რათა დაეხმაროს უკრაინას თავდასხმებისგან დაიცვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
”ჩვენ ჩავდეთ ინვესტიცია შესყიდვებში, ტესტირებაში და სერტიფიცირებაში აგვისტოდან, ასე რომ VAMPIRE წარმოება შეიძლება დაიწყოს დაუყოვნებლივ. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც აქვს ძლიერი შესაძლებლობები, რადგან უკრაინის ხალხი აგრძელებს საკუთარი ქვეყნის და დამოუკიდებლობის დაცვას,“ – თქვა L3Harris-ის პრეზიდენტმა ლუკ სავოიმ.
Vampire წარმოადგენს პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის მანქანასა და მათზე დამონტაჟებული 70 მმ-იანი APKWS-ის ( Advanced Precision Kill Weapon System- საუბარია HYDRA-ს უმართავ 70 მმ-იან რაკეტებზე, რომლებიც მართვადებად გარდაქმნეს) ლაზერით მართვად რაკეტებს, რომელთა გამშვებ ბლოკთან დაყენებულია ლაზერული დამიზნების სისტემა- აღნიშნულ კომპლექსს კი რაკეტა ლაზერული გამმიზვნელი საჰაერო ობიექტისკენ მიჰყავს (ვიდეოში დეტალურადაა ნაჩვენები). თითო APKWS II დაახლოებით $27,500 ჯდება. აღნიშნული ტიპის რაკეტებს საჰაერო სამიზნეების განადგურება მაქსიმუმ 5.5კმ-ის მანძილზე შეეძლება.
ავტორი