თეთრი სახლი არ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო კოალიციის მცდელობებში Covid-19– ის ვაქცინის პოვნასა და განაწილებაში, რადგან ამაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მონაწილეობს.
„აშშ გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვით ბრძოლას ვირუსის დასამარცხებლად, მაგრამ ჩვენ არ შეგვზღუდავენ ის მრავალმხრივი ორგანიზაციები, რომლებსაც გავლენა აქვთ კორუმპირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ჩინეთის მიერ ,_ განაცხადეს თეთრ სახლში.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავს დაესხა ჯანმო-ს კორონავირუსის ეპიდემიის გამო და დაადანაშაულა ჩინეთის მიმართ მიკერძოებულობაში.