რამდენიმე წლის წინ დაიწყო იმ მოხალისეთა შეგროვება რომლებიც მზად არიან პლანეტა მარსზე გასამგზავრებლად. უკვე 100 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ექსპედიციაში მარსზე და თავისი სიცოცხლის დარჩენილი წლები “წითელ პლანეტაზე” გაატაროს „Mars One Project”-ის ფარგლებში. მათგან 40 „იღბლიანი” სამუდამოდ დატოვებს დედამიწას 2022 წლის სექტემბერსა და 2023 წლის აპრილში.
ეს თამამი და რისკიანი პროექტი ორგანიზატორებს სავარაუდოდ 6 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ.
„ჩვენ გვინდა მოვუყვეთ მსოფლიოს, როგორ გაემგზავრა ადამიანი მარსზე, როგორ დასახლდა იქ, რომ მოეწყო ახალი სამყარო და ახალი პლანეტა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მომნუსხველი იდეაა, რომელიც ოდესმე მომხდარა და გვინდა მთელ სამყაროს გავუზიაროთ ჩვენი ემოციები” – განაცხადა ამ პროექტის დირექტორმა, ჰოლანდიელმა ბას ლანდსდორპმა.