გიგი უგულავამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
„ასი წელი სალომე ზურაბიშვილს მე და ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით. ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა შეწყალების აქტზე. ადამიანურად მე მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა რომ უშვერი სიტყვებით გამლანძღა“, – განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა, ასევე პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ შეიწყალა.