https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ასობით ჰექტარი დაუხნავი მიწა გურიაში

11:37; 25.06.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსი” ყოველ გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში აშუქებს ხვნა–თესვისა და სხვა სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების შესახებ საჭირო და ობიექტურ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა რეგიონში ამ მხრივ.

უნდა ვთქვათ, რომ 2025 წელს, როგორც არასდროს, ბოლო ათწლეულის მანძილზე, ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა გურიაში, განსაკუთრებით, ოზურგეთში.

სულ ცოტა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ხვნა–თესვის პროცესი იმდენად შენელდა, რომ ყოველ მომდევნო წელს, წინა წელთან შედარებით, დამუშავებული მიწის პროცენტულობა ნაკლები ხდებოდა დასამუშავებელთან შედარებით.

ამჯერად ვნახოთ, რა მდგომარეობაა ახლა, 2025 წლის ივნისში _ თუ 2020 წელს, გაზაფხულის ბოლოს, რეგისტრირებული ფართობიდან 40% იყო დახნულ-დათესილი, ეს მაჩვენებელი მომდევნო წლებში 20%-მდე ჩამოვიდა და ახლა, 2025 წლის გაზაფხულზე, ძალზე მცირე გამონაკლისის გარდა, (საკარმიდამო ნაკვეთებს თუ არ ჩავთვლით) საგანგაშო სტატისტიკაა _ ხვნა-თესვის პროცესი შეჩერებულია!

საკვირველია ისიც, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, როგორც სტრუქტურის ნაწილი, სოფლის-მეურნეობის განყოფილება აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ზემდგომთაგან მიღებული დირექტივაა! ამიტომ , როცა მათგან დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის გადასამოწმებლად თუ პასუხის მისაღებად მივდივართ, აქ პასუხის გამცემი არავინაა!

_ სოფლის მეურნეობის ქვეყანაში, მუნიციპალიტეტში ექვსკაციანი სოფლის მეურნეობის განყოფილებაც რომ არ იქნება,  იქ ხალხი როგორ იმუშავებს ან ორგანიზებას ვინ გაუწევს სასოფლო ხვნა–თესვის პროცესს? კი, კერძო საკუთრების ეპოქაა და კოლექტივზეც არავინ საუბრობს, თუმცა, ტრაქტორი რომ არ არსებობს (იყო და გაიყიდა შპს “მექანიზატორი“), საწვავი არაა, სათესლე მასალა არაა… რა ქნას მეურნე ადამიანმა?

_ და ეს ყველაფერი რომ გვქონდეს ახლა, საყანე ფართობები არსად არაა შეღობილი, უმცირესი გამონაკლისის გარდა. 30 წლის წინ შეღობილი დაიშალა. სანამ შეეძლო ხალხს შეკეთება, ამაგრებდნენ, მაგრამ ძირითადად მესრით შეღობილი ჯებირი, მეოთხედი საუკუნის მეტს არ ძლებს. კბილებიანი მავთული საკმაოდ ძვირია. დანარჩენიც ხომ სჭირდება წესიერ შეღობვას? ამის საშუალება კი არ გვაქვს სოფელში მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენი შემოსავლები იმდენი არ არის, რომ ამ საქმისთვის საჭირო ხარჯებს აუთავდეს. ამიტომ გლეხკაცს სჭირდება სერიოზული დახმარება, რომ სოფელი შენარჩუნებული იქნეს და მიწასთან შრომა უხაროდეს ადამიანს, _ ამბობენ ჩვენთან სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები: სანდრო კაკაბაძე, სერგო ბოიაჯანი, რამაზ ქავთარაძე და სხვები.

სოფელ მერიის მცხოვრებლები იხსენებენ ტერიტორიულად მათ სოფელში გახსნილ შპს “მექანიზატორს”, რომლის დაქვემდებარებაში უამრავი ტრაქტორი იყო. გურიაში ეს ტრაქტორები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს შემოიყვანეს:

_ მე ის კი არ მაინტერესებს, ვის დროს შემოიყვანეს. იმედი გაჩნდა, რომ ხალხისთვის იყო. თვალს და გულს ახარებდა იმ ლამაზ ეზოში ლამაზად, მწყობრში მდგარი ტრაქტორები. გვეგონა, აწი რაღა გვიჭირს–თქო. მერე, მოგვიანებით გააქრეს, _ გვეუბნება ადგილობრივი მზევინარ ღლონტი.

მკითხველს შევახსენებ, რომ ეს ის ტრაქტორებია, რომელიც მოგვიანებით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ყველა გაიყიდა. “გურია ნიუსი” ამის შესახებ წერდა და კითხვებსაც სვამდა, თუმცა, ვერც მაშინ, ვერც შემდეგ, ლოგიკური პასუხი ვერავინ გაგვცა.

შპს “მექანიზატორის” მაშინდელი ხელმძღვანელი (აწ გარდაცვლილი) ბესო გოგიტიძე ჩვენთან საუბრისას ყოველთვის ამბობდა, რომ “მთავარი იყო, მოემართა მათთვის საყანე ფართობის მფლობელს, რომელსაც 2500 კვ.მ-ზე ნაკლები სახნავი მიწა არ ექნებოდა და მზად იყვნენ დასამუშავებლად… ასე იყო თუ ისე, ძირითადად, ხდებოდა მიწების დახვნა-დათესვა. შემდეგ, როცა არსებულ ტრაქტორების გაყიდვის ინფორმაცია გაჟღერდა, ჩვენ კვლავ დავუკავშირდით ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ის ძალიან განერვიულებული ჩანდა. გვითხრა კიდეც, რომ ეწინააღმდეგებოდა ტრაქტორების გაყიდვას, შპს “მექანიზატორის” გაუქმებას ძალიან განიცდიდა, თუმცა პროცესის შეჩერება ვერ შეძლო… მოგვიანებით მისი გარდაცვალების შესახებ გავიგეთ…

ჩვენ შევადგინეთ საინტერესო სტატისტიკა ბოლო ხუთი წლის მანძილზე, რამდენიმე სოფლის მაგალითზე, ჩვენივე მოკვლეული მასალების მიხედვით. მაგალითად, თუ ხუთი წლის წინ, 2020 წელს, ამ დროს, სოფელ ასკანაში დახნული იყო 15 ჰა ფართობი, დღეისთვის საერთოდ არავის დაუმუშავებია მიწა:

_ სამწუხაროდ, ასკანელებს, ვისაც, ძირითადად, საკუთრებაში არსებული სახნავ–სათესი ფართობები სოფელ ნაგომარში აქვთ, არ დაუთესავთ! სამწუხარო რეალობაა! არ აქვს ხალხს საშუალება, საყანე ფართობებიც შეუღობავია. ასკანის თემში არსებულ სოფელ მზიანში ხან თესავენ, ხან _ არა! როგორც შესაძლებლობა აქვთ. ადგილზე ზოგმა კი დათესა, თუმცა, ეს ძალზე ცოტაა, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ასკანაში ირაკლი ჯაველიძემ.

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიხაურში, ნანა წითლიძე გვეუბნება, რომ წელს განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა ამ მხრივ.

_ საყანე ფართობები კი დაითესა ნაწილობრივ, თუმცა, მხოლოდ ის, ვისაც ადგილზე, სოფელში აქვთ სახნავ–სათესი მიწა. ჩოლოქთან ვისაც აქვს საყანე ფართობები, ვრცელი მასივები არავის დაუთესავს. გარე სავარგულები აბსოლუტურად დაუხნავია. ამის მიზეზი თვითღირებულების ამბავია. ყველა იმას ამბობს, რომ დახვნა–დათესვა, მოვლა და მერე მოსავლის აღება იმდენად ძვირი უჯდებათ, რომ არ უღირთ. მოშლილია ღობეებიც, ჭირს დათესილი ფართობის დაცვა, ასევე, შეღობვა. ხალხი ერთმანეთს ვეღარ ეხმარება. ადრე იყო ნადი. ეს ტრადიციაც სულ მინელდა და მიიკარგა. ბევრი ადგილობრივი მცხოვრები წასულია სოფლიდან, რომ უცხო ქვეყანაში ან სხვა ქალაქში იმუშაოს და ასე არჩინოს ოჯახი… რა გითხრათ, აბა, _ გვეუბნება ქალბატონი ნანა.

თხილის პროგრამას რაც შეეხება, ნანა წითლიძე ამბობს, რომ ამ მხრივ ლიხაურში საქმე კარგადაა:

_ პირველ ეტაპზე ვინც დაარეგისტრირა თავისი პლანტაციები, უკვე ყველას დარიცხული აქვს შესაბამისი ქულები და აითვისეს კიდეც. ეს ნამდვილად ვიცი. დარჩენილია 50-მდე პირი და მე თავად ვეხმარები გადმოწმებაში, დაერიცხათ თუ არა ქულები, _ ამბობს ქალბატონი ნანა,

ერთ-ერთი უდიდესი სოფელი ნატანები, სადაც 2020 წელს, 25 ივნისისთვის უკვე ასი ჰა ფართობი იყო დახნული და დათესილი, დღეს _ 2025 წელს, მასივები საერთოდ არაა დამუშავებული!

_ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ნატანებში, ადგილობრივ მცხოვრებლებს 400 ჰა–მდე სახნავ–სათესი მიწა აქვთ საკუთრებაში. კაპროვანში, შეკვეთილში… აი, ეს მასივები სრულიად დაუხნავია… ადგილობრივებს ჰყავთ ტრაქტორები, მთლად უმაგისობაც არ არის. თუმცა, არ თესავენ. ცოტა გავზარმაცდით კიდეც, ასე ვთქვათ… ბევრს ჰყავს მოტობლოკი და ეზოებში ამუშავებენ მცირე ფართობს, მაქსიმუმ, ათას კვ.მ–მდე, თესავენ სიმინდს და ასე ურჩევნიათ. ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ ასობით დაუხნავ–დაუთესავი მიწაა ჩვენს ირგვლივ. წელს, ალბათ, რეკორდი მოიხსნა. ხალხი უყურებს, როდის გაყიდის ამ მიწებს. ეს კი ცუდია… _ ამბობს თამაზ ტუღუში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

თხილის რეაბილიტაციის პროგრამას რაც შეეხება, ის ამბობს, რომ ნატანებელ მესაკუთრეთა პლანტაციების აღრიცხვა ყველაზე გვიან მოხდა და ქულების დარიცხვის პროცესიც დაგვიანდა. აღნიშნა ასევე, რომ ცუდი მდგომარეობაა მანდარინის პლანტაციებში, რაც იმაში გამოიხატება, რომ დიდთოვლობამ ძირითადად დაამსხვრია მცენარეები და ბაღებს რეაბილიტაცია სჭირდება.

სოფელ ჭანიეთში, სადაც, სულ ცოტა, ათი წლის წინ 90 ჰა-მდე მიწა იხვნებოდა და ითესებოდა, დღეისთვის არცერთი კვ.მ. მიწა დახნული არ არის იქ, სადაც მასივი აქვთ (“თაღარად” წოდებული ფართობი). საკარმიდამო ნაკვეთში დათესეს აქაც, ნაწილობრივ, რომელსაც ბოსტანს უფრო უწოდებ, ვიდრე ყანას:

_ ძალიან ცუდია, რომ უკვე გაველურებული ფართობები მივიღეთ. წელს ლამის, კატასტროფაა ამ მხრივ. მიწა ეკალ–ბარდით იფარება. ხვნა–თესვის პროცესი კლება იყო, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ხომ მუშავდებოდა მიწა წინა წლებში? ახლა, წელს კი უკვე საგანგაშო მდგომარეობაა. შარშან ჭანიეთში ათამდე ოჯახმა დათესა ყანა. წელს კი არავინ! _ ამბობენ ჭანიეთში.

სასოფლო-სამეურნეო მიწების უსასყიდლოდ დამუშავება ერთხელ განახორციელა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და საკმაოდ კარგი შედეგიც დგებოდა მოსავლის აღებისას. მერე ეს პროგრამა შეჩერდა. პანდემიის დროს, აჭარის მთავრობამ მხარი დაუჭირა ხუთ მუნიციპალიტეტში მიწის უსასყიდლოდ დამუშავებას 2200 ჰა მიწის ფართობზე.

_ აჭარა ამ მხრივ ძალიან ეხმარება ადგილობრივებს. როგორც ვიცით, ეს დღემდე გრძელდება. გვინდა, აქაც ასე იყოს… _ამბობენ გურიაში.

სავალალო მდგომარეობა ის არის, რომ თუ 2020 წელს, ოზურგეთში არსებული 4 272 ჰა სახნავ-სათესი მიწიდან, თითქმის ნახევარი იყო დამუშავებული და დათესილი. დღეს მასივები სრულიად დაუთესავი დარჩა. ჰექტრობით დაუხნავ-დაუთესავი ფართობების გატყიურება კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გადაშენების მეტს არაფერს გვიქადის:

_ ძველებს გვახსოვს, როცა ჩაის კულტურა შენდებოდა გურიაში, ცნობილი სიმღერა იყო: “სადაც ბუდობდა მგელი და ტურა, იქ გავაშენეთ ჩაის კულტურაო“… ახლა, სამწუხაროდ, ტურის საბუდარები ჩნდება ისევ… აქა–იქ მოცვის პლანტაციები კი გაშენდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

რაღაც უნდა ეშველოს ამ საქმეს. თხილის რეაბილიტაციის პროგრამის გახორციელება ხდება ახლა. უმადურები კი არ ვართ, მაგრამ დიდად არც ეს მომწონს _ მილიონებია გამოყოფილი და ქულების დარიცხვა სანახევროდ თუ არის დღეს დასრულებული. თხილს გული აქვს უკვე _ როდის უნდა შეიწამლოს? გარდა ამისა, ზოგი სრულიად ქულების გარეშე რჩება. მოგეხსენებათ, გურია მცირემიწიანი რეგიონია. უმეტესად პატარ–პატარა ნაკვეთებად აქვს ხალხს დარეგისტრირებული თავისი საკუთრება. თუ 2 500 კვ.მ. არ აქვს, ქულები არ ერიცხება. ანუ იჩაგრება ადამიანი. ერთი ჰექტარი ერთად ცოტას აქვს, ერთ ადგილზე, ერთ შემოღობილ ტერიტორიაზე. ეს არაერთგზის ითქვა, თუმცა, გამსწორებელი არავინაა. მილიონებს რომ გამოყოფ, ყველას უნდა შეხვდეს. დახმარება ხომ ჰქვია და რა დააშავა იმ ადამიანმა, ვისაც ერთ ადგილზე მხოლოდ 2 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთი აქვს საკუთრებაში? რა მიდგომაა ეს? _ გვეუბნება სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, ცნობილი აგრონომი და წარმატებული მეურნე ელდარ თავაძე.

ძნელია, ერთ სტატიაში სრულად მოაქციო გურიაში დღეს არსებული სავალალო მდგომარეობა სახნავ-სათესი მიწის ფართობების გატყიურების მზარდი პროცესის შესახებ. თუმცა, ეს პროცესი იმდენად ხილულია უკვე, საგანგებო მიდგომას ითხოვს და ეს უპირველეს ყოვლის, ხელისუფლების საზრუნავია!

ელდარ თავაძეირაკლი ჯაველიძემიწის დამუშავებანანა წითლიძე
გაზიარება10Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6 იანვარი, 2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6 იანვარი, 2026
საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

14:15; 6 იანვარი, 2026
საზოგადოება

“მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია”- ივანე ჩხაიძე

13:27; 6 იანვარი, 2026

გივი მიქანაძე: “ბოკუჩავა, სამადაშვილი, კანდელაკი, ჭიაბერაშვილი,  ჯაფარიძე, დოლიძე, ქურდოვანიძე, ბურჯანაძე,  ხიდაშელი აყენებდნენ საკითხს, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება არ აღიარებულიყო”

თოვლით დაფარული ინფორმაცია _ რამდენი მილიონია ზარალი, რომელსაც დღემდე ვითვლით?!

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6.01.2026
მსოფლიო

“ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

17:39; 6.01.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6.01.2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6.01.2026
პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

14:22; 6.01.2026
საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

14:15; 6.01.2026
საზოგადოება

“მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია”- ივანე ჩხაიძე

13:27; 6.01.2026
საზოგადოება

ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევის დროს ქალი აივნიდან გადმოხტა და გარდაიცვალა

12:52; 6.01.2026
ზაფრანი

მსოფლიო საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

12:18; 6.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „დიდთოვლობა“

11:37; 6.01.2026
ზაფრანი

ახალ წელს – “ახალი” მასწავლებელი!

11:33; 6.01.2026
სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:23; 6.01.2026
სამართალი

“სუპერმარკეტის თანამშრომელს თანხა მოსთხოვა”- დაკავებულია ერთი პირი

11:20; 6.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

10:10; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო