კურო
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული პატარა, მშვიდი ხასიათით და უკონფლიქტო ბუნებით გამოირჩევა. პატარა კუროს არ უყვარს ხმაური და იშვიათად მართავს ხოლმე ისტერიკებს მშობლების თვალწინ. იგი დინჯი, მოწესრიგებული და მშვიდი ბავშვია. მართალია, სკოლაში განსაკუთრებული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მუყაითად მეცადინეობს ხოლმე და ცხოვრებაში ყოველთვის პოულობს თავის ადგილს.
ქალწული
დაკვირვებული, გონიერი, თუმცა ცოტათი ასოციალური პატარაა. ქალწული ბავშვები დაბადებიდან გამოირჩევიან საოცარი მიმბაძველობითა და ჭკუით. ისინი კარგად ამჩნევენ და უღრმავდებიან დეტალებს. ამიტომ ასეთი ბავშვის მოტყუებას აზრი არ აქვს. პატარა ქალწული მზრუნველი და ყურადღებიანია. ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ დაავალოთ მას უმცროსი და-ძმის მოვლა ან სახლის პატრონობა. იგი მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანია მცირე ასაკიდან. ამიტომ მისი იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ.
































































