„აჭარაში კიდევ უფრო მეტი მეწყრული პროცესი განვითარდება“,_ ამის შესახებ გეოლოგმა ტარიელ ტუსკაიამ “ბათუმელებთან” ინტერვიუში განაცხადა.
“აჭარის მთათა სისტემა არის ახალგაზრდა მთათა სისტემა. ახალგაზრდა მთათა სისტემას, ყოველთვის მოსდევს ეროზია/დენიდაციური პროცესები. მთების ფერდობების ჩამოშლა, ღვარცოფული კერების წარმოქმნა – ბოლომდე ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. აქედან გამომდინარე ყველა უხვი ატმოსფერული ნალექის მოსვლა, თუ გინდ უმნიშვნელო მიწისძვრები, თოვლი… ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს და იწვევს ეროზიული, მეწყრული პროცესების განვითარებას.
ჩვენი მთათა სისტემა, ვგულისხმობ აჭარის მთიანეთს, ახალგაზრდა მთათა სისტემაა და მისი ჩამოყალიბება დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდება, კიდევ უფრო მეტი მეწყრული პროცესი განვითარდება. ფერდობები ძალიან ციცაბო დახრილობისაა. ამ ციცაბო დახრილობაზე იცით, რომ ეროზიული პროცესები განსაკუთრებულად უფრო მკაცრია და უფრო დიდი რაოდენობით ხდება. კიდევ ერთხელ მინდა დავამატო, რომ კლიმატური პირობები ძალიან დიდი ფაქტორია და ძლიერ ეროზიულ მოვლენებს იწვევს”,_ განაცხადა გეოლოგმა.
ვრცლად: ბათუმელები