დღეს, დილიდან ოზურგეთში, ერთი კილოგრამი თხილი, სხვადასხვა პუნქტებში, დიდი სხვაობით არა, მაგრამ მაინც განსხვავებული ფასით და შემოწმებით ბარდება.
მაგალითად, ერთი კილოგრამ „ბერძნულას“ 4 ლარად ზოგან გატეხვით, ზოგან კი პირდაპირ იბარებენ. ასევე „გულშიშველას“ 3, 50 ლარად ან 3, 80 ლარად იბარებენ გატეხვის გარეშე.
_გააჩნია, რანაირად „ჭამს და სვამს თვალი“, -გვითხრა ერთმა მიმღებმა ოპერატორმა, _ რომ შეხედავ, ზოგი თხილი ტომრიდანაც ანათებს, ზოგს კი, გაუტეხავად მიხვდები, რა გულიც ექნება, გატეხვის შემდეგ…
_ დღეს „აჭრელებულია“ თხილის ფასი ოზურგეთში და აწი ასეთ ვითარებას ხშირად უნდა ველოდოთ. ახლა ფერეიცვალობა იქნება, მერე მარიამობა და კიდევ უფრო აირევა ისეც არეული ბაზარი, _ საუბრობენ თხილის მიმღერ პუნქტებთან რიგში მდგარი მოქალაქეები.