გურიაში კიდევ ერთი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
როგორც ჩოხატაურიდან შეგვატყობინეს, ბიძგი დაახლოებით, ღამის სამ საათზე დაფიქსირდა და გუშინ მომხდარ მიწისძვრასთან შედარებით, მსუბუქი იყო.
“ატეხა სერვანდში ჭიქებმა რაწკუნი, თუმცა წინასთან შედარებით მაინც მსუბუქი იყო”, _ უთხრეს “გურია ნიუსს”.
მიწისძვრის შესახებ, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.