ატენის ხეობაში, ტყეში ძლიერი ხანძარია. ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცეცხლი სოფელ ზემო ბოშურს უახლოვდება.
სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თქმით, რელიეფი რთულია, ქარიანი ადგილია და შესაბამისად, ხანძრის მასშტაბების პროგნოზირება რთულია.
ამ დროისთვის ცეცხლი, დაახლოებით, 1 ჰექტარი წიწვოვან ნარგავებს უკიდია. ამ წუთებშიც მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო სამსახურების მობილიზება.