ოზურგეთის 28 სოფელში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, განსაზღვრულია მხოლოდ ბეტონის საფარის დაგება, კონკრეტულ უბნებში.
_დაზუსტებით ვერ გეტყვით, დღეისთვის რამდენ სოფელშია დაგებული. დაახლოებით, ათ სოფელშია დაწყებული გზებზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. ყველგან ერთად დაგება ფიზიკურად ვერ მოხერხდება. როგორც ვთქვი, სოფელში მიმდინარეობს ამჟამად ეს სამუშაოები. ბუნებრივია, 28 სოფელში ერთდროულად ვერ მოხდება სამუშაოების შესრულება. უმეტესად კეთდება სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე, ასევე რთულ უბნებში, – გვითხრა ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ.
კითხვაზე, რა ფორმით ხდება განსაზღვრული თანხის ხარჯვა, ჩატარდა თუ არა ტენდერი, მან ასეთი განმარტება გააკეთა:
_ ტენდერები ჩატარდა მხოლოდ ბეტონის და მავთულბადის შესასყიდად. დანარჩენ სამუშაოებს, სოფლის მოსახლეობის წარმომაგენლებთან ერთად ვასრულებთ. ეს სულ ასეა. ხალხიც მონდომებით მუშაობს. როგორც წესი, კრებები ჩატარდა, მოსახლეობამ ისურვა ბეტონის საფარის დაგება მოუხერხებელ და მიუვალ გზებზე. ეს ძირითადად ყველას მოსწონს. მთლიანად კი, ყველა , 28-ვე სოფელში სამუშაები დასრულდება წლის ბოლომდე, – გვითხრა გოჩა აბაშმაძემ.
ავტორი