ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მას შემდეგ, რაც მაშველებმა მუშაობა დაასრულეს, დღის წესრიგში კორპუსის დანარჩენი ნაწილის მდგრადობის საკითხი დადგა.
სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს ადგილზე მუშაობა. ისინი სწავლობენ, რამდენად უსაფრთხოა კორპუსის დარჩენილი ნაწილი – შესაძლებელია თუ არა იქ ცხოვრება და რამდენად საჭიროა რომელიმე ნაწილის დემონტაჟი.