ხერსონში, აუფეთქებელი საბრძოლო მასალის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.
„ხერსონის რაიონში რუსული არმიის მიერ დატოვებული ასაფეთქებელი ნივთიერებებით დასრულდა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე“, – წერს ის.
ერმაკის თქმით, ტრაგედია სოფელ მიროლიუბივკაში მდებარე სოფლის მეურნეობის საწარმოში მოხდა.
“აფეთქდა აუფეთქებელი ჭურვი. გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 27 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი 68-ის”, – განაცხადა მან.