საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ერთი ჯგუფის პროდუქტები უნდა მიირთვათ, მაგალითად, ცომეული ან ტკბილეული. პროტეინების ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში შარდოვანას მომატებულ გამომუშავებას იწვევს, რომლის მიზეზითაც ვითარდება რევმატიზმი და პოდაგრა. შეგიძლიათ, ჭამოთ ხორცი ან თევზი, ხორცი ან ნიგოზი, კვერცხი ან შებოლილი ხორცი. არ შეიძლება, ომლეტისა და ყველის, ომლეტისა და შებოლილი ხორცის შეთავსება.
არ შეიძლება პურეული და პროტეინის შემცველი პროდუქტების, მაგალითად, ყველის, რძის, ხორცის, კვერცხის, თევზის ერთად ჭამა. ამ დროს გადამუშავება სხვადასხვა შემადგენლობის კუჭის წვენით მიმდინარეობს. პროტეინები გადამუშავდება მაღალი სიმჟავის კუჭის წვენით, რომელშიც პურეული ნაწარმი დუღილს იწყებს. ამ პროდუქტების ერთმანეთში არევა საჭმლის მომნელებელი პროცესის დისბალანსს იწვევს. არ შეიძლება, შეათავსოთ ერთმანეთთან ქათმის ხორცი და კარტოფილი ფრი, თევზი და ყველი, ბიფშტექსი და მაკარონი.
ერთ ჯერ ჭამაზე მიიღეთ მხოლოდ ერთი სახის პურეული ნაწარმი. ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ნაკლებს მოძრაობს, ზედმეტად კალორიული საკვების მიღება მავნეა და საშიში. ამიტომ, ერთ ჭამაზე ერთი სახის პურეულ საკვებს დასჯერდით. ჭამეთ პური ან მაკარონი, კარტოფილი ან ბრინჯი.
უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ცხიმს. ასეთი ცხიმი შეიცავს ძირითად ცხიმოვან მჟავებს, რაც ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას. ის კარგად ესადაგება როგორც პურეულ, ასევე, პროტეინშემცველ პროდუქტებს.
იოგურტი, რძე, მაწონი, ნაღები ცუდად ეგუება სხვა პროდუქტებს. ამიტომ, ისინი ცალკე მიირთვით. რძე და რძის ნაწარმი პროტეინის შემცველი პროდუქტებია, რომლებიც ცუდად უთავსდება პურეულ და სხვა ასევე პროტეინის შემცველ პროდუქტებს. ნუ მიირთმევთ ერთად რძეს და კარტოფილს, რძეს და ბრინჯს, რძეს და თევზს.
ასევე, არ შეიძლება, პურეული პროდუქტებისა და მჟავე ხილის შეთავსება. აღნიშნულ ხილს ორგანიზმი მაღალმჟავიანი კუჭის წვენით ამუშავებს. ამ დროს პურეული ნაწარმი იწყებს დუღილს. ამიტომ, არ გირჩევთ, მიირთვათ ვაშლის, მარწყვის, ჭერმის და ასე შემდეგ, ხილისგან დამზადებული ღვეზელები.
ავტორი