დღეს, 9 ნოემბერს ახალციხე–ვალის დამაკავშირებელ გზაზე ავარია მოხდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. კლინიკაში გადაყვანილია სამი ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. სამართალდარღვევა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.