ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, შემთხვევა ოზურგეთი ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულთან მოხდა.
“მეუღლესთან ერთად მოდიოდა, საჭესთან მეუღლე იჯდა. მანქანა მოცურებულა და ხეს შეჯახებია. ექიმი უმძიმესი მდგომარეობით კლინიკაში გადაუყვანიათ, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი მეუღლე კი ინფარქტით და ფილტვის დაზიანებით ქუთაისში გადაიყვანეს”, _ უთხრა გურია ნიუსს წყარომ.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.