“ჩოხატაურში ავარიის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 უკვე გაწერეს, 2-ს კი ოპერაცია ხვალ უტარდება”, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, ანტონ ხუნდაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში გუშინ დილას მოხდა. ერთმანეთს 2 ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც 5-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
ამავე თემაზე:
როგორია ჩოხატაურში ავარიისას დაშავებული ადამიანების მდგომარეობა