გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მომხდარი ავარიის შედეგად 42 წლის მამაკაცი დაიღუპა. გარდაცვლილის მამა კი სხეულის მძიმე დაზიანებებით გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სოფლელში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის, გიორგი მანიჟაშვილის თქმით, თბილისიდან გურჯაანის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს გადავიდა, რა დროსაც ავტომობილი ჯერ მამაკაცს, შემდეგ კი მის მამას დაეჯახა, რომელსაც გზის პირას საზამთროს ჯიხური ჰქონდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო:knews.ge