ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში _ სოხუმის ქუჩის მიმდებარედ, მსუბუქი ავტომობილი მდინარე ჩხოუშის არხში გადავარდა.
როგორც თვითმხილველებმა „გურია ნიუსს” განუცხადეს, მძღოლმა, სავრაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული.
ავტორი: მიხეილ ძიძიგური