მიკროავტობუსი, რომლითაც ცნობილი თურქი მსახიობები მგზავრობდნენ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც თურქული მედია იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამივე ცნობილი მსახიობია.
ადგილზე გარდაიცვალნენ თეატრის მსახიობები- ტოლგა გიულერიუზი, ბურაკ ტოპჩუ და ოზგურ კარატაში. ხოლო დაშავებულები, ოზგურ აიაზი, ბურაკ გიულჩები, მელის ისითენი, სერგენ დევეჩი, უღურ შალვარჯიოღლუ, ჯეიჰუნ ფერსოი და ფილიზ ოზბეკი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობის კურსი ჩაუტარდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.