ავარიაში მოყოლილი ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” “მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ განუცხადა.
“კლინიკაში გადმოყვანილია ქალბატონი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა. ვიზუალური დათვალიერებით სიცოცხლისთვის საშიში არაფერი ეტყობა. თავზე აქვს ჭრილობა დაამუშავებებენ და გაკერავენ. შემდეგ საქმეში ნევროპათოლოგი ჩაერთვევა. შემიძლია გითხრათ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”. _ გვითხრა დავით მდინარაძემ.
[sexy_author_bio]