მობილური ოპერატორი ჯეოსელის გათიშვასთან დაკავშირებით, კომპანიის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
“გვინდა ძალიან დიდი მადლობა და პატივისცემა გამოვხატოთ თითოეულ ჩვენი აბონენტის და ყველა იმ ადამიანს მიმართ, ვინც ქსელში შექმნილი შეფერხების დროს, ჩვენთვის გამამხნევებელი და მხარდამჭერი სიტყვები არ დაიშურა. თქვენი ეს დამოკიდებულება ჩვენთვის უსაზღვროდ ფასეულია.
შემთხვევა დაფიქსირდა 19 მარტს, საღამოს 19:30 საათზე და მოიცავდა როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღიშნული ხარვეზი განპირობა ავარიულმა სისტემურმა დაზიანებამ. კომპანიის ტექნიკური გუნდი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა ქსელის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზის დადგენისა და გამოსწორებისთვის. შედეგად, მდგომარეობა 22:32 საათზე სრულიად გამოსწორდა.
აღნიშნული საათების განმავლობაში ბევრი დამსახურებული საყვედური და უკმაყოფილება გამოითქვა ჩვენი ქსელის მისამართით, რასაც სრულიად ვიაზრებთ და რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა, რაც რთულ ვითარებაში განსაკუთრებით გვეხმარება.
მადლობას გიხდით მოთმინებისა და ლოიალობისთვის.
პატივისცემით, სილქნეტის მთელი გუნდი”, _ ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.