https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უკონტროლო კარიერი, დაზიანებული გზა და სააგენტო, რომელიც რეაგირებას მხოლოდ ოფიციალური წერილის შემდეგ აკეთებს

8:03; 20.03.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ამ ქვეყანას რომ პატრონი ჰყავდეს, ასეთი რამ არ მოხდებოდა _ არც გარემოს დაცვა, არც საპატრულო პოლიცია, არც მერი, არც საგზაო დეპარტამენტი. ხალხი არავის აინტერესებს, ყველა ჯიბის გასქელებაზეა გადასული”, _ ეს მოქალაქე ჯემალ ლომინაძის კომენტარია, რომლის ავტომობილს, ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე გადაადგილებისას, ე. წ. ნასაკირალის უღელტეხილზე მიმავალი სატვირთო ავტომობილიდან ჩამოყრილი ქვები დაეცა.

როგორც გავარკვიეთ, ბოლო 10 დღეა, ამ გზაზე, რომელიც ძალიან ავარიულია, ასეთი ფაქტები ხშირია.

საქმე იმაშია, რომ ნასაკირალში, ცხავათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კარიერიდან სატვირთო ავტომობილები ქვა-ღორღს უწყვეტად ეზიდებიან.

დღის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე 50 დატვირთული ავტომობილი მაინც შეგხვდებათ. სპეციალისტების თქმით, სწორედ ამ ავტომანქანებმა დააზიანეს ცენტრალური საავტომობილო გზა, რადგან მათ ტვირთი განსაზღვრულზე მეტი რაოდენობით გამოაქვთ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახური მუდმივად პატრულირებს და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვა-ღორის უკანონოდ მოპოვების ფაქტი არ გამოუვლენიათ.

თუმცა, ირღვევა თუ არა ლიცენზიის პირობები, ამაზე პასუხს ვერ გვცემენ _ რამდენიმე თვეა, ეს საკითხი მათ კომპეტენციაში აღარ შედის. სსიპ “წიაღის ეროვნული სააგენტო” ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ამ უწყებაში დეტალების გარკვევა არც თუ ისე იოლია.

მცდელობა, გაგვეგო, ვინ და რა პირობებით მიიღო ლიცენზია, იცავენ თუ არა კანონს და აინტერესებს თუ არა ვინმეს ამის კონტროლი, შეუძლებელი აღმოჩნდა _ სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსმა თემის მოკვლევის პირობა მოგვცა, თუმცა, ოფიციალური წერილის გაგზავნა მოგვთხოვა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ _ სააგენტოსთვის მედიის მიერ გამოქვეყნებული ფაქტები საკმარისი არ იყო და იმისთვის, რომ გვითხრან, ირღვევა თუ არა კანონი, სააგენტოს უფროსს, მაია ზავრაშვილს ოფიციალური წერილი უნდა გავუგზავნოთ და ამ თემით დაინტერესება ვთხოვოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიის ვალდებულება არ არის და სააგენტომ თავად უნდა გადაამოწმოს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ არსებობს ეჭვი კანონდარღვევის შესახებ, ზავრაშვილს წერილი მაინც გავუგზავნეთ:

“ქალბატონო მაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალის ტერიტორიაზე, ე. წ. ცხავათას მთასთან გაცემულია კარიერის ლიცენზია, საიდანაც დღის განმავლობაში  ათეულობით სატვირთო ავტომობილი გამოდის. ამ ავტომობილებმა ერთ კვირაში ისე დააზიანეს ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რომ გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. გარდა ამისა, დაზიანებულია კარიერთან მისასვლელი გზა და ტყე. არსებობს ეჭვი, რომ ლიცენზიანტი არღვევს ლიცენზიის პირობებს და ავტომანქანებზე იმაზე მეტი ტვირთია, ვიდრე უნდა იყოს. ამის შესახებ მომზადდა არა ერთი რეპორტაჟი, თუმცა, ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა.

გთხოვთ, დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხით და მოიკვლიოთ, ხომ არ აქვს ადგილი ლიცენზიის პირობების დარღვევას”, _ ეს წერილი, ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე ზავრაშვილთან 19 მარტს გაიგზავნა და იმავე დღეს გვითხრეს, რომ მიიღეს, მაგრამ, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფაქტს.

თუმცა, ცნობილია, რომ ავტომობილები ქვა-ღორღის გამოტანას ისევ აგრძელებენ, უფრო მეტიც, როგორც იქ დასაქმებულებმა “გურია ნიუსს” უთხრეს, კარიერზე არ დგას სასწორი, რომლითაც უნდა გაკონტროლდეს გამოსატანი ტვირთის ოდენობა:

“იმდენი მოაქვს, რამდენიც ავტომანქანაზე ეტევა. რასაც გვეუბნებიან, იმათ ვაკეთებთ”, _ გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ.

იგი ადასტურებს, რომ სწორედ ამ ავტომობილებმა დააზიანეს ცენტრალური მნიშვნელობის გზა, რომლის შეკეთება საავტომობილო გზების დეპარტამენტს აპრილში აქვს დაგეგმილი.

“2019 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება გურიის რეგიონში შესრულების შედეგზე დაფუძნებული გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის მრავალწლიანი პროექტის გახორციელებაზე, რომლის ფარგლებში დაგეგმილია 70 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და 240 კმ-მდე გზის მიმდინარე შეკეთება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სხვა გზებთან ერთად, დაგეგმილია ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი გზის კმ35+00-კმ43+600), სიგრძით 8.6 კმ. ამასთანავე, მიმდინარე წლის აპრილში, დაგეგმილია დაზიანებული მონაკვეთის (საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი გზის კმ35-კმ40) შეკეთება მოვლა-შენახვის ფარგლებში, კერძოდ, გზის საფუძვლისა და საფარის მოწყობა.

დეპარტამენტის მხრიდან მზადდება წერილი, რათა მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციამ გააკონტროლოს”, _ აღნიშნეს “გურია ნიუსთან” საუბრისას საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გასაგებია, რომ დაგეგმილია ამ გზის რეაბილიტაცია, რომელიც, თურმე, აპრილში უნდა დაიწყოს, მაგრამ  თუ ისევ გაგრძელდება ზედმეტი წონის ტვირთიანი ავტომობილების გადაადგილება, არანაირ რეაბილიტაციას აზრი არ აქვს. საავტომობილო გზების წერილი, რომ საპატრულო პოლიციამ მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააკონტროლოს, საქმეს ვერ უშველის, რადგან პატრულს ეს ყოველგვარი წერილის გარეშე ევალება, თუმცა, კარგად ვხედავთ, როგორ ასრულებს ამ მოვალეობას.

სხვა თემაა, რა ეშველება უკვე განადგურებულ ბუნებას _ ამაზე პასუხს, ჯერჯერობით, არავინ გვაძლევს!

p.s. სტატიის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში “გურია ნიუსს” ეკონომიკის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სსიპ “წიაღის ეროვნული სააგენტო” სპეციალურ ჯგუფს შექმნის, რომელიც ვითარებას ადგილზე შეისწავლის და შედეგების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026

ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს _ პარლამენტის დეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქცია დაურიგეს

"სინდისი ან გაქვს, ან არა" _ რა შევუკვეთეთ 2012 წელს და რა ჩამოვიდა?

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო