ავღანეთის ქალაქ ღაზნიში პრეზიდენტის ვიზიტის დროს რაკეტები ისროლეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც ცნობილია, 2 რაკეტა 300 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა ადგილიდან, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა.
ქალაქი ღაზნი ქაბულსა და სამხრეთ ავღანეთს შორის მდებარეობს და გასულ თვეს თალიბანის ასობით მებრძოლი შეიჭრა. თავდამსხმელები ავღანეთის სამხედრო ძალებმა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით გააძევეს.
მაუწყებლის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის და მისი მეუღლის ვიზიტი ქალაქში არსებული ვითარების შეფასებას ითვალისწინებდა.