ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ჰაკანის ქსელის“ ლიდერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა. ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, „თალიბანი“ იუწყება.
როგორც თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, ლიდერის დაღუპვა არ ნიშნავს, რაიმე ცვლილებას „ჰაკანის ქსელისთვის“, რომელსაც ავღანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები კარგად ორგანიზებულ სუიციდურ თავდასხმებში ადანაშაულებენ.