ბულგარეთში საწვრთნელი ფრენის დროს კატასტროფის შედეგად ორი მფრინავ-ინსტრუქტორი დაიღუპა.
მფრინავები ხვალ დაგეგმილი სამხედრო ავია-შოუსთვის ემზადებოდნენ, რომელიც ბულგარეთის ნატო-ში მიღების 20 წლისთავს ეძღვნება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფა განიცადა L-39ZA-ს ტიპის ორადგილიანმა თვითმფრინავმა. უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარის გამო საერთაშორისო ავია-შოუ გაუქმდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.