სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად 177 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.