ცოტა ხნის წინ, ავიაკომპანიამ „Air New Zealand“ ჩასხდომამდე საერთაშორისო ფრენების მგზავრების აწონა დაიწყო.
ეს კვლევის ფარგლებში ხდება, რომლის მიზანიც მგზავრების საშუალო წონის დადგენაა. აწონის პროცესი ანონიმური და ნებაყოფლობითი იქნება. ამასთან, შედეგები მონაცემთა ბაზაში შეინახება, თუმცა სასწორთან მდგომი ავიაკომპანიის თანამშრომლები და სხვა მგზავრები სასწორის მაჩვენებელს ვერ დაინახავენ.
„Air New Zealand“-ში განმარტავენ, რომ მგზავრის საშუალო წონის ცოდნა მათ ფრენისას უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაზრდაში დაეხმარებათ.
ავტორი