ოზურგეთში, სახოკიას ქუჩაზე, დიდი ხანია, ყოველი გაწვიმების შემდეგ (ზოგჯერ მშრალ ამინდშიც) საკანალიზაციო ჭები იჭედება.
ასე მოხდა დღესაც – ფეკალური მასა პირდაპირ ქუჩაშიც მიჰქონდა წყალს, მერე კი ეზოების გადავლით , იქვე ღელეში ჩაედინება და მალე ეს სიბინძურე ბჟუჟს უერთდება.
„გურია ნიუსი“ აქ არსებული მდგომარეობის შესახებ ამ წლის ზამთარში და გასულ წელსაც წერდა.
ოზურგეთის წყალმომარაგების კომპანიაში ჩვენ გვითხრეს, რომ ამის მიზეზი ქალაქის მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობაა და სამომხმარებლო და საკანალიზაციო ქსელი დატვირთვას ვერ უძლებს.
„მალე გაკეთდება, სპეციალური ჯგუფი უნდა ჩამოვიყვანოთ თბილისიდან, რომ ეს ქსელი შეიცვალოს და გაფართოვდეს, ჩვენი, ადგილობრივი შესაძლებლობებით ამ პრობლემას ვერ ვუმკლავდებით“, _ გვითხრეს ოზურგეთის წყალმომარაგების კომპანიაში.
როგორც კომპანიაში გვიათხრეს, სამუშაოების შესრულებას ხელი ზამთარმა და ასევე, პანდენიამაც შეუშალა.
ახლა პანდემიაც მისუსტებულია და ზაფხულიც დგას, თუმცა მდგომარეობა არანაირად არ შეცვლილა.
_ რა ვქნათ? ასე ადამიანის აგდება შეიძლება? მიმდგარი არიან და ფასადებს და ობელისკებს ღებავენ ოზურგეთში. აქ კი ყოველ გაწვიმებაზე საკანალიზაციო ჭები ავსებულია და მთელი ფეკალიები ეზოებში შეაქვს, _ გვეუბნებიან აქ მცხოვრებლები და დაპირებულის შესრულებას ელოდებიან…
ავტორი