The Guardian- ის ინფორმაციით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ “ღიაა განხილვისთვის” ავსტრალიის სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნის საკითხზე.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს დისკუსია შესაძლო სამშვიდობო მისიაზე, და ჩემი მთავრობის პოზიცია ასეთია – მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი შემოთავაზება, როგორც ეს ავსტრალიას ისტორიულად სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში გაუკეთებია. ჩვენ გვინდა უკრაინაში მშვიდობა, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია, რომ რუსეთის უკანონო და ამორალური ქმედებები არ დაჯილდოვდეს და რომ ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტური მიზნები წახალისებული არ იყოს”, – აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა ალბანეზემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადება არ არსებობს და არც ავსტრალიას მიუღია ოფიციალური მოთხოვნა ჯარის გაგზავნაზე.