ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ ავსტრალიაში, კუნძულ ტასმანიაზე „დედამიწის შავ ყუთს“ დადგამენ.
ყუთი ფოლადის კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელსაც მალე მყარი დისკებით აავსებენ. მათზე ჩაიწერება ინფორმაცია და სამეცნიერო მონაცემები დედამიწის პრობლემების შესახებ.
ინფორმაციის მატარებლებზე ჩაწერენ ცნობებს კლიმატის ცვლილების, სახეობების გადაშენების, გარემოს დაბინძურების შესახებ. შემდეგ ამ მონაცემებს კონსტრუქციაში მოათავსებენ, რომელიც მომავალი თაობებისთვის ერთგვარ არქივად იქცევა. მათ საშუალება ექნებათ მიიღონ დისკებზე ჩაწერილი ინფორმაცია და გაიგონ რა მოხდა პლანეტაზე.
[sexy_author_bio]