ავსტრალიის მხოლოდ ერთ შტატში, ახალ სამხრეთ უელსიში, ხანძრის შედეგად 800 მილონზე მეტი ცხოველია დაღუპული.
როგორც The Dailymail იუწყება, ამ დროისთვის უცნობია ვიქტორიაში, ქვინსლენდში, დასავლეთ ავსტრალიაში, სამხრეთ ავსტრალიასა და ტასმანიაში დაღუპული ცხოველების რაოდენობა.
საერთო შეფასებით კი ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ძალიან სამწუხარო დროა ავსტრალიის მშობლიური სახეობებისთვის, რომელთაგან 244-ს სხვაგან ვერ შეხვდებით.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველების დაღუპვის მიზეზი გახდა ცეცხლი, თავშესაფრისა და საკვების დაკარგვა ან ოპორტუნისტული მტაცებლები.
პროფესორ დიკმანის მტკიცებით, ხანძარი კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება, რის შედეგებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში უახლოეს წლებში ნახავენ.