ავსტრალიაში ქარი და მაღალი ტემპერატურა სახიფათო პირობებს ქმნის.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს საცხოვრებელი სახლები დატოვონ, რადგან ქარი ცეცხლის გაძლიერებას ხელს უწყობს.
ხელისუფლების განცხადებით, მომდევნო რამდენიმე საათი რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნაწილში წვიმაა გამოცხადებული.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, თავდაცვის თანამშრომლები ექსტრემალურ პირობებში სამუშაოდ მზად უნდა იყვნენ.