ავსტრალიაში, ქუინსლენდში, რელიგიური ჯგუფის 12 წევრი დააკავეს. მათ მკვლელობას, წამებასა და სიცოცხლისთვის საჭირო პირველად დახმარებაზე უარის თქმას ედავებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს
როგორც გამოცემა აცხადებს, პოლიციაში აცხადებენ, რომ 8 წლის გოგოს პირველი ტიპის დიაბეტი ჰქონდა, თუმცა, მისმა ოჯახმა და იმ რელიგიურმა ჯგუფმა, რომლის წევრიც ოჯახი იყო, 6 დღის განმავლობაში, ექიმს არ მიმართეს და ბავშვს არც ინსულინი მისცეს.
როგორც Independent – ის ინფორმაციით, სამართალდამცველების თქმით, საეკლესიო ჯგუფის წევრებს სჯეროდათ, რომ ბავშვი „ღვთის მიერ განიკურნებოდა“.
ავტორი