ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ფეისბუქის გვერდზე ახალი ინიციატივის შესახებ ამცნო საზოგადოებას.
„ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანი და მისი ცენტრალური სივრცე – წრე, უკვე წლებია, ცარიელია. მოვიდა დრო, ვიმსჯელოთ და #ერთად გადავწყვიტოთ, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას. რას იტყვით, ჩემო ძვირფასო ოზურგეთელებო, გურულებო? ჩვენი კუთხის ისტორიამ და ჩვენმა წინაპრებმა არ დაიმსახურეს აქ რამე გამორჩეული დაიდგას მათი გმირული თავგადასავლების აღსანიშნავად – ისეთი, რომ აქაურებს სიამაყით აგვავსებს და ოზურგეთში ჩამოსულ სტუმარსაც გურულების ამბავს მოუყვება?! ასეთი სივრცის გამოუყენებლობა არ შეიძლება.“ _ დაწერა მუნიციპალიტეტის მერმა.
ავტორი