„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ, დღეს სოფელ შრომის და დაბა ურეკის მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.
” კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები მქონდა ჩვენს თანამოქალაქეებთან და მხარდამჭერებთან. მოვისმინე მათგან პრობლემები და გავაცანი ჩვენი გეგმები. პირველ რიგში წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარება სოფლებში; ასევე, მხარდაჭერა აგროსამეურნეო პროექტების განხორციელებაში; საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც სამწუხაროდ მერიის მხრიდან დღემდე მოუგვარებელია“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, გუბერნატორი გიორგი ურუშაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
(R)