https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის მერიის სხდომაზე სხვადასხვა პროექტი წარადგინა

16:37; 18.03.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში შეტანილი წვლილისთვის,  მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, თანამოქალაქეებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

„მინდა კიდევ ერთხელ, გამოვხატო მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს თანამოქალაქეებს, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც უკრაინისთვის შევაგროვეთ და გავუგზავნეთ.

ეს პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნო ანგარიში, რომელზეც ყველა მსურველს შეუძლია უკრაინის დასახმარებლად თანხა ჩარიცხოს შემდეგ სახაზინო კოდზე 300 908 800 დანიშნულება-უკრაინისთვის,” – აღნიშნა თალაკვაძემ.

„ყველას გახსოვთ, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც გვქონდა შეხვედრები საზოგადოებასთან, ერთ-ერთი პრობლემა რასაც ჩვენი თანამოქალაქეები აყენებდნენ  – გახლდათ იმ ბინების საკუთრებაში დაკანონების საკითხი, რომელშიც ადამიანები რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობენ, მაგრამ მათ საკუთრებას არ წარმოადგენს და ვერ ახერხებენ დაკანონებას. ამის გამო ვერ განკარგავენ აღნიშნულ ქონებას სრულფასოვნად, ვერ იყენებენ მას ეკონომიკური მიზნებისთვის და სხვა. ვასრულებთ პირობას და მხარის გუბერნატორთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება დავიწყოთ ამ პრობლემაზე მუშაობა, შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და შევიმუშაოთ სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც პრობლემას მოვაგვარებთ,” – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

ოზურგეთის მერმა  სხდომაზე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობებზე, რომელიც  უნებართვოდ ან სტანდარტების დარღვევით განხორციელდა.

„ მეორე საკითხი, რასაც მინდა დღეს შევეხო, გახლავთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ის მშენებლობები, რომელიც უნებართვოდ ან სტანდარტების დარღვევით განხორციელდა. ამ პროცესმა ბოლო წლებში ერთგვარად ქაოტური სახე მიიღო და ეს დარღვევები, სახელმწიფო აუდიტის ახალ დასკვნაშიც არის ასახული. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ზედამხედველობა ახალ მშენებლობებზე არასათანადოდ ხორციელდებოდა, რის შედეგადაც არაერთი ისეთი მშენებლობა მივიღეთ, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამება და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქალაქის და სოფლების ინტერესებთან. მერად ჩემი არჩევის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი დავალება რაც გავეცი – იყო ზედამხედველობის პროცესის მოწესრიგება. შესაბამისად, უკვე ამა წლის 15 მარტის მდგომარეობით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმდა 28 ობიექტი, რომელიც კანონმდებლობის და სტანდარტების დარღვევით შენდებოდა ან აშენდა. ჯარიმების საერთო ოდენობა 188 000 ლარს შეადგენს, რომელიც ბიუჯეტში ჩაირიცხება. პარალელურად მიმდინარეობს 7 ობიექტზე სავარაუდო სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტებზე  საქმისწარმოება, სადაც საჯარიმო თანხის ოდენობა ჯამში შეადგენს 94 000 ლარს.

მადლობას ვუხდი ზედამხედველობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს ჯეროვანი მუშაობისთვის – მათ აქვთ ჩემი მხარდაჭერა, რომ კანონის დაცვით, მკაცრად, მაგრამ სამართლიანად განაგრძონ მუშაობა ამ თემაზე. ამავე დროს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და განვითარება და მის ბაზაზე შეიქმნას მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც მობილობის, მომსახურების, დარღვევების იდენტიფიცირების და ადმინისტრირების თვალსაზრისით გაცილებით ეფექტური იქნება. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებას, დაზოგავს დროს და დანახარჯებს როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე, კერძო სექტორისთვის“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მერმა ყურადღება გაამახვილა არის პარკირების არსებული სისტემა.

 „აუდიტის სამსახურმა აქაც სერიოზული დარღვევები გამოავლინა, რაც მიუთითებს, რომ პარკირების სისტემა ოზურგეთში არასწორად იმართებოდა და აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მიღებული შემოსავალი სათანადოდ არ ხმარდებოდა მუნიციპალიტეტს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. მივიღეთ გადაწყვეტილება მოვახდინოთ პარკირების მართვის ცენტრის შერწყმა შპს “მუნიციპალურ ტრანსპორტთან” ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების მიზნით. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამდებობიდან განთავისუფლდა შპს “მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორი და დაინიშნა ახალი ხელმძღვანელი. პარკირების მიმართულებით არის მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის ტაქსებთან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით, ეს საკითხები უფრო სწორად და მოქალაქეებისთვის კომფორტულად დავარეგულიროთ“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა სხდომაზე.

„ზამთრის თოვლიანი ამინდების შემდეგ, ვემზადებით ქალაქში დაზიანებული გზების აღსადგენად.

უკვე დასრულდა ტენდერი და გაფორმდა ხელშეკრულება ქალაქ ოზურგეთში ლესელიძის ქუჩაზე ბეტონის სანიაღვრე არხების მოსაწყობად და ერთ-ერთ მონაკვეთზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობისთვის. აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს ეს პრობლემა, რადგან ჭარბი ნალექის დროს ეტბორებოდათ ეზოები.

დასრულდა ანასეულის უბანში, მეცნიერების ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი და უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება სამუშაოები.

ასევე, დასრულდა სოფელ დვაბზუში ცენტრიდან მაგისტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი, მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები და მალე დაიწყება შესაბამისი სამუშაოები“ – განაცხადა სხდომაზე ოზურგეთის მერმა.

„ წინა მერიის სხდომაზე უკვე გითხარით ახალ საჩოგბურთო კომპლექსზე, რომლის მშენებლობასაც ვიწყებთ. დღეს, მინდა გაცნობოთ, რომ ცვლილებები იქნება საფეხბურთო კლუბის მიმართულებითაც. აქტიურად ვმუშაობთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე და სოფელ ბახვში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. საფეხბურთო კლუბსაც ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ახალი ენერგიით და დავალებებით შეუდგება საქმიანობას“ – აღნიშნავს თალაკვაძე.

„ წინსაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით და უკვე დასრულდა  პროექტირება შემდეგი სოფელებისთვის – გოგიეთი, დვაბზუს ნასაკირალი, ჯუმათი, იანეთი, ბოგილი, ძირიჯუმათი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა, რომლის მიხედვითაც მოხდება გაზის ქსელის მშენებლობა და გაზის მიწოდება დამატებით 800 – მდე ოჯახისთვის. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ სრულად დასრულდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება“ – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ოზურგეთის მერიის სხდომაზე.

„ პრემიერ მინისტრის და მთავრობის ინიციატივით, ოზურგეთშიც ვიწყებთ სოციალურად დაუცველთა დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირის დასაქმებას. ამ პროგრამით დასაქმება ნიშნავს დამატებით შემოსავალს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და არამც და არამც არ გულისხმობს დასაქმების შემთხვევაში, მათთვის სოციალური დახმარების შეწყვეტას, პირიქით მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ოჯახები არ დაექვემდებარებიან გადამოწმებას და გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ დანიშნული ფულადი და არაფულადი სიკეთეები. მინდა ჩემს მოადგილეებს ვთხოვო, მაქსიმალურად უზრუნველყონ მოქალაქეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება და მათი ჩართვა პროგრამაში“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე.

„დავიწყეთ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკება, რომ მუნიციპალური სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეებმა საჭირო  მედიკამენტები შეიძინონ კვირის ნებისიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით. მოგეხსენებათ, რომ მედიკამენტების გაიაფება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა. ამასთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში კიდევ მოგაწვდით,“ – განაცხადა, ოზურგეთის მერმა სხდომაზე.

„ წინა მერიის სხდომაზე უკვე გითხარით ახალ საჩოგბურთო კომპლექსზე, რომლის მშენებლობასაც ვიწყებთ. დღეს, მინდა გაცნობოთ, რომ ცვლილებები იქნება საფეხბურთო კლუბის მიმართულებითაც. აქტიურად ვმუშაობთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე და სოფელ ბახვში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. საფეხბურთო კლუბსაც ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ახალი ენერგიით და დავალებებით შეუდგება საქმიანობას“ – აღნიშნავს თალაკვაძე.

„აქტიურ ფაზაში გადავდივართ სოფლის მხარდაჭერის წლევანდელი პროგრამების განხორციელებისთვის – მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში ჩემს წარმომადგენლებს უკვე შევხვდი და მათ აქვთ დავალება, რომ საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, მოქალაქეებთან ერთად, განიხილონ, დაამუშაონ და დაფინანსდეს ის პროექტები, რომელიც სოფლებში საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება, რომელიც ყველაზე პრიორიტეტული და ხარჯთეფექტურია. უნდა მოგვარდეს ისეთი პრობლემები, რომელიც სოფლად ცხოვრების ხარისხს რეალურად გააუმჯობესებს. მზად ვარ ამ შეხვედრებში მეც პირადად ჩავერთო, რამდენადაც ამის საშუალება მექნება. ვთხოვ ჩვენს თანამოქალაქეებსაც იაქტიურონ და ჩაერთონ პროექტების განხილვაში“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღვანდელ სხდომაზე.

მუნიციპალიტეტის მერმა, ოზურგეთის მერიის სხდომაზე ორგანიზაცია „ალტ-ინფოსთვის“არსებული ფართის გადაცემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

 „ გასულ კვირას „ნაციონალური მოძრაობა“ ოზურგეთში ამ მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანას სხვაგან ცდილობდა, რადგან არ აწყობთ იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც აუდიტის დასკვნაშია – არ აწყობთ, რადგან არჩევნების პერიოდში ისინი პირდაპირ და აქტიურად უჭერდნენ წინა მერს მხარს. შესაბამისად, ამ ყველაფერზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ისინიც იზიარებენ. ამისათვის მოიგონეს სიცრუის და დეზინფორმაციის მორიგი კამპანია, თითქოს მერიამ თავის საკუთრებაში არსებული ფართი გადასცა ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სრული, დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ ეს სიცრუეა და არავითარი ფართის გადაცემა მერიის მხრიდან არ მომხდარა. არავის მივცემთ უფლებას, შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება. მომავალშიც, სიცრუეს ყოველთვის გაეცემა პასუხი“ – განაცხადა თალაკვაძემ.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა 2019-2020 წლების პერიოდს ეხება, რომელშიც სერიოზული დარღვევები და გადაცდომებია აღმოჩენილი

 „მინდა, გამოვეხმაურო სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, რომელიც 4 მარტს გამოქვეყნდა აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე. შემოწმების შესახებ დასკვნა ოზურგეთის მერიის საქმიანობის 2019-2020 წლების პერიოდს ეხება და მასში სერიოზულ დარღევებსა და გადაცდომებზეა მითითებული.

ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რა ხარვეზები იყო ბიუჯეტის მართვაში, ხარჯების გაწევასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, როგორ მართავდა მერია სახელმწიფო ქონებას და როგორ აკომპლექტებდა მერიის სამსახურებს.

ეს ის საკითხებია, რაზეც ჩვენ არჩევნების წინ ვსაუბრობდით და აღმოჩნდა, რომ სამართლიანად – აუდიტის შემოწმებამ სერიოზული დარღვევები გამოავლინა, რაც მოსაგვარებელია. ამ საკითხებით ოზურგეთის საკრებულოც დაინტერესდება. ჩვენ უკვე ვმუშაობთ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებზე, რომელზეც ცალკე გეგმას წარვადგენთ“, – განაცხადა მერმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომის ბოლოს, ავთანდილ თალაკვაძემ  კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

 „მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ არ დატოვონ უმეთვალყურეოდ თავიანთი საქონელი/ცხენები – უკვე იძულებული ვიქნებით გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რაც კანონით არის გათვალისწინებული, ვინაიდან ნადგურდება ქალაქში მწვანე ნარგავები, სკვერები და პრობლემა ექმნება სატრანსპორტო მოძრაობას,”- განაცხადა ავთანდილ  თალაკვაძემ.

(R)

ავთანდილ თალაკვაძე
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პროკურორი: ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის

18:15; 10 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას

18:06; 10 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

საია: 2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია

15:06; 10 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ვის ჩამოეწერება ჯარიმები

15:00; 10 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე

14:52; 10 დეკემბერი, 2025

საბავშვო ეტლები ლვოვის ცენტრში - რუსეთის აგრესიას შეწირული 109 ბავშვის სიმბოლო

საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პროკურორი: ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის

18:15; 10.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას

18:06; 10.12.2025
საზოგადოება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება – როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ვინც ვერ ისარგებლა პროგრამით

17:46; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო – საპრიზო ფონდი 500 000 ლარია

17:33; 10.12.2025
ფინანსები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

17:17; 10.12.2025
მსოფლიო

რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

16:55; 10.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

16:24; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

15:53; 10.12.2025
საზოგადოება

“ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ მამა შორიდან ვნახო”- ნინი მანჯგალაძე

15:47; 10.12.2025
პოლიტიკა

საია: 2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია

15:06; 10.12.2025
პოლიტიკა

ვის ჩამოეწერება ჯარიმები

15:00; 10.12.2025
პოლიტიკა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე

14:52; 10.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს

14:48; 10.12.2025
მსოფლიო

სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

14:42; 10.12.2025
პოლიტიკა

როდემდე უნდა გაგრძელდეს მიწის სპორადული რეგისტრაცია და რა სიახლეებია

14:27; 10.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო