ალბათ, გახსოვთ ათეული წლების განმავლობაში საქართველოს ტელევიზიით გადაცემული კონცერტები და ბატონი ოთარ რამიშვილის მიერ უბადლოდ შესრულებული ქალაქური სიმღერები. ოთარ რამიშვილი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ნება მომეცითეს დიდებული ადამიანი კიდევ ერთხელ გავიხსენო. ბატონი დათო როსტომაშვილი ოთარ რამიშვილის შესახებ ერთ კურიოზს გაიხსენებს.
„ამ ქალაქის ერთ-ერთი ნამდვილი და გამორჩეული კოლორიტი ბატონი ოთარ რამიშვილი გახლდათ, რომელსაც ყველა სცნობდა, ყველას უყვარდა და ნებისმიერ ოჯახში სასურველი და პატივსაცემი სტუმარი იყო.
ერთხელ, ოთარი გააჩერა პატრულმა. ოთარი, როგორც ყოველთვის, ნასვამი იჯდა საჭესთან, იფიქრა, ეტყობა, ვერ მიცნეს, შორს გავაჩერებ მანქანას და ვეტყვი, ვინც ვარო. ასეც მოიქცა. გააჩერა შორს მანქანა, ჩასწია ფანჯარა, გადმოყო თავი და დაუყვირა პატრულს: ბიჭებს გაუმარჯოს, ბიჭებს, რამიშვილი ვარ, რამიშვილიო. პატრულმა შორიდან მიაძახა, რომელი რამიშვილიო. ოთარი გაბრაზდა: რომელი რამიშვილი და სუხიშვილის ცოლი, შენი დედაო.