“ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც სქროლით გადაადგილდებოდა.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უტარდება.
როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოქალაქეს თავის ტრავმა აქვს მიღებული.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.