ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წუხელ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურდღელაურში.
შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.
დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული და როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.