ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიაზე.
გუშინ საღამოს, ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონში ავტომობილი ხევში გადავარდა.
შემთხვევას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა, 2 კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია “ვაზისუბნის” ჯგუფში გავრცელდა.
ფაქტი “გურია ნიუსს” დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.