თბილისში ვაზისუბნის პოლიციასთან მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც “გურია ნიუსს” შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, ავტომობილში, რომელსაც ცეცხლი გაუნჩდა, ორი ადამიანი იმყოფებოდა. მათ გადმოსვლა მოასწრეს.
































































