თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან 4 ბავშვია.
შემთხვევა იგოეთის სიახლოვეს მოხდა, ,,მიცუბიშის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ავტომობილში მყოფი 2 პირი და 4 არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან,
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: interpressnews